The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მეფის გიორგი I -ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერიმ II-ის ასული, ბაგრატ IV -ის დედა. მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. ცდილობდა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1030 წელს კონსტანტინოპოლში საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდა იმპერატორ რომანოზ -III არგირთან. იმპერატორმა მას აღუთქვა საქართველოში მშვიდობის დამყარება, ბაგრატ IV-ს უბოძა კურაპალატის წოდება და თავისი ძმის ბასილის ქალი ელენე მიათხოვა. მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება სურდათ მეფის მოწინააღმდეგე დიდ აზნაურებს. 1045 წელს უმეფოდ დარჩენილი ქალაქი ანისი ქალაქის ბერებმა ბაგრატ IV -სა და მარიამს გადასცეს. მარიამმა ანისში ერისთავი აბუსერი დააყენა გამგებლად. 1052 წელს ბიზანტიაში გაჰყვა თავის შვილს - ბაგრატ IV-ს, რომელიც ლიპარიტ IV-მ შეავიწროვა. მარიამმა კონსტანტინოპოლში ყოფნისას დიდი დახმარება გაუწია ათონის ივერთა მონასტერს; იგი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მონასტრის აღაპებში გათანაბრებულია ათონის ივერთა მონასტრის მაშენებლებთან. ბიზანტიაში ყოფნისას იგი დაემოწაფა გიორგი მთაწმინდელს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მარიამის დახმარებით გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორისაგან მიიღო შავ მთასა და იერუსალიმში წასვლის ნებართვა. მარიამმა მას გაატანა მდიდრული შესაწირავი, რომელიც იერუსალიმის წინამძღვარმა პროხორემ ჯვრის მონასტრის აგებას მოახმარა. 1057 წელს მარიამი საქართველოში დაბრუნდა. იგი ფიქრობდა ქვეყნის კულტურულ აღორძინებაზე, გიორგი მთაწმინდელს იწვევდა საქმეების მოსაწესრიგებლად. მარიამი ცოცხალი იყო ბაგრატ IV -ის გარდაცვალების (1072) შემდეგაც. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში იგი მიცვალებულად იხსენიება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.439


გააზიარე: