The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზირაქაძე

მიხეილ ზირაქაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1925
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1998  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზეგანი, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგიისა და დაზვერვის სპეციალობით 1949 წელს.

სამუშაოდ გაანაწილეს სსრკ-ს უკიდურეს ჩრდილოეთში, იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში გეოლოგად. 1955 წელს დანიშნეს გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციის უფროსად. იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმუშავა 11 წელი. შექმნა მნიშვნელოვანი გეოლოგიური ნაშრომები ვერხოიანსკის ნაოჭა სისტემის გეოლოგიურ აგებულებაზე და აღმოაჩინა რამდენიმე ოქროს და პოლიმეტალური საბადო. 1960 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" სისტემაში თავდაპირველად აგეგმვითი, შემდეგ - თემატური პარტიის უფროსის თანამდებობაზე. მისი კვლევის სფერო იყო დასავლეთ საქართველო, მისი გეოლოგიური აგებულება და ნავთობგაზიანობის პერსპექტივები. გურიის მთისწინა ქვიშაქვიანი ჰორიზონტების ბურღვის შედეგად დადასტურდა ნავთობის საბადოს არსებობა, რომელსაც მიხეილ ზირაქაძემ შრომისუბან-წყალწმინდის ნავთობის საბადო უწოდა. 1995–1998წწ. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნავთობისა და გაზის საბადოთა ძებნა-ძიების კათედრაზე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.371; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.136-137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: