Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთო გორგოძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფერსათი, მაიაკოვსკის რაიონი (ახლანდელი ბაღდათის რაიონი). დაამთავრა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი მეღვინეობის განხრით ინჟინერ ტექნოლოგის სპეციალობით 1949 წელს. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს "სამტრესტის" სისტემაში: 1949-1950წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის საბჭოთა მეურნეობის პუნქტების მეღვინე; 1950-1952წწ. ბორჯომის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე; 1952-1953წწ. ქ. თბილისის N2 ღვინის ქარხნის ჩამოსხმის საამქროს უფროსი; 1953-1954წწ. ქ. სტალინოს(უკრაინის სსრ) ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე; 1954-1955წწ. მარნეულის რაიონის სოფელ ყულარის საბჭოთა მეურნეობის მეღვინე; 1955-1957წწ. მაიაკოვსკის (ბაღდათის) რაიონის სოფელ დიმის სპირტსახდელი ქარხნის გამგე; 1957-1958წწ. ქ. თბილისის N1 ღვინის ქარხნის მეღვინე ბრიგადირი; 1958-1962წწ. ქ. თბილისის საწარმოო კომბინატის მეღვინეობის მეორადი პროდუქტების საამქროს უფროსი; 1962-1973წწ. ქ. თბილისის საწარმოო კომბინატის არყის ჩამოსხმის საამქროს უფროსი; 1973-1982წწ. საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს საქონლის ხარისხის და ვაჭრობის სახელმწიფო ინსპექციის მთავარი სამმართველოს ღვინო-არყის განყოფილების სახელმწიფო ინსპექტორი; 1982-1984წწ. მაიაკოვსკის (ბაღდათის) რაიონის სოფელ წითელხევის ღვინის ქარხნის უფროსი ოსტატი; 1984-1986წწ. მაიაკოვსკის რაიონის ღვინის კომბინატის დირექტორი. მეღვინე. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |