შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია ზოდელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1976–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრებზე. 1988–2006 წლებში იყო ჰემატოლოგიის და ტრანფუზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2001 წლიდან სახელმწიფო სარეზიდენტურო პროგრამის(სპეციალობა-ჰემატოლოგია) დირექტორი, ამავე წლიდან-ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა "ჰემას" დირექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. მამია ზოდელავას კვლევის ძირითადი სფეროა: მწვავე ლეიკემიების ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობის პროგნოზირება და დაძლევის პრინციპების შემუშავება. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 1 გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1990). ჰემატოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |