The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ზოდელავა

მამია ზოდელავა
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1976–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრებზე. 1988–2006 წლებში იყო ჰემატოლოგიის და ტრანფუზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2001 წლიდან სახელმწიფო სარეზიდენტურო პროგრამის(სპეციალობა-ჰემატოლოგია) დირექტორი, ამავე წლიდან-ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა "ჰემას" დირექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. მამია ზოდელავას კვლევის ძირითადი სფეროა: მწვავე ლეიკემიების ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობის პროგნოზირება და დაძლევის პრინციპების შემუშავება. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 1 გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1990). ჰემატოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.374

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო , თავმჯდომარე (2007-2009)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (1998-)
  • საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიდი საბჭო , წევრი (1996-2005)

გააზიარე: