The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ზოიძე

ნუგზარ ზოიძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 2005  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1984–1998 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მონაწილეობდა ხუთენოვანი (ქართ.-რუს.-ინგლ.-გერმ.-ფრანგ.) მეტალურგიული ტერმინოლოგიური ლექსიკონის გამოცემაში (მოსკოვი, 1988). ინგლისურიდან რუსულად თარგმნა "რკინის მეტალოგრაფია" (სამტომეულის II ტომი, მოსკოვი, 1972). 1982 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტზე. მისი კვლევის მიმართულებებია: ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკა და კინეტიკა; ლითონური შენადნობების თერმული და თერმომექანიკური დამუშავება; მაღალი მექანიკური თვისებების მქონე ფოლადების მიღება; ფხვნილთა მეტალურგია და კომპოზიტური მასალები. მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა და პატენტი. ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.375; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.191


გააზიარე: