შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ზოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ახლანდელი შუახევის რაიონი. 1967 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1977 წელს კი, მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები. მუშობდა გამომცემლობა "საბჭოთა აჭარაში" და გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" სხვადასხვა თანამდებობაზე; 2009 წლიდან იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს, პირველი წიგნი - "სიახლოვე" - 1968 წელს; გამოცემული აქვს წიგნები: "ათასი ზარი" (1972), "პაემანი წვიმაში" (1974), "მიწის მადლი" (1975), "დიდი ქალაქი" (1977), "დუელი" (1980), "ელდორადო" (1982), "ბათუმის წვიმა" (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1979, 1990); იგი ნაყოფიერად მუშაობდა კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრში. ყურადსაღებია მისი ესეისტური პროზა. გამოცემული აქვს წიგნები: "სიყვარულის გაკვეთილები" (1984), "ჯვარცმული ფიქრი" (1995), "საქართველოს გოლგოთა" (1997), 2001 წელს გამოსცა მონოგრაფია ანა კალანდაძეზე – "ანა დედოფალი", "ძმები" (2009), და სხვ. 2003 წელს გამოსცა ლექსების კრებული "სვეტი ნათლისა" და ესეების კრებული - "ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აკოცა", 2013 წელს "რჩეული ნაწერები" (2 ტომი). თარგმნა მ. ლერმონტოვის, თ. ტიუტჩევის, ა. ბლოკის, ს. ესენინის, ა. ახმატოვას, მ. ცვეტაევას, ბ. პასტერნაკის, ე. ევტუშენკოს, ი. მორიცის, ბ. ოკუჯავას, კ. სიმონოვის და სხვათა ლექსები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.376; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.61; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019. -41გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |