The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ზოიძე

შოთა ზოიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 2021  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ახლანდელი შუახევის რაიონი.

 1967 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1977 წელს კი, მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები.

მუშობდა გამომცემლობა "საბჭოთა აჭარაში" და გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" სხვადასხვა თანამდებობაზე; 2009 წლიდან იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს, პირველი წიგნი - "სიახლოვე" - 1968 წელს; გამოცემული აქვს წიგნები: "ათასი ზარი" (1972), "პაემანი წვიმაში" (1974), "მიწის მადლი" (1975), "დიდი ქალაქი" (1977), "დუელი" (1980), "ელდორადო" (1982), "ბათუმის წვიმა" (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1979, 1990); იგი ნაყოფიერად მუშაობდა კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრში. ყურადსაღებია მისი ესეისტური პროზა. გამოცემული აქვს წიგნები: "სიყვარულის გაკვეთილები" (1984), "ჯვარცმული ფიქრი" (1995), "საქართველოს გოლგოთა" (1997), 2001 წელს გამოსცა მონოგრაფია ანა კალანდაძეზე – "ანა დედოფალი", "ძმები" (2009), და სხვ. 2003 წელს გამოსცა ლექსების კრებული "სვეტი ნათლისა" და ესეების კრებული - "ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აკოცა", 2013 წელს "რჩეული ნაწერები" (2 ტომი). თარგმნა მ. ლერმონტოვის, თ. ტიუტჩევის, ა. ბლოკის, ს. ესენინის, ა. ახმატოვას, მ. ცვეტაევას, ბ. პასტერნაკის, ე. ევტუშენკოს, ი. მორიცის, ბ. ოკუჯავას, კ. სიმონოვის და სხვათა ლექსები.

წყარო:  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.376;  წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.61; აინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019. -41გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ტელე-რადიო-დეპარტამენტი, თავმჯდომარე (1991-1993)
  • აჭარის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1994-1998)
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია , საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე
  • საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1993-1994)
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 2007 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    უსანქციო სონეტები : ლექსები / შოთა ზოიძე . - ბათუმი, აჭარა, 1995. - 56გვ.
  • 1995 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიტერატურული პრემია
    ჯვარცმული ფიქრი : ლიტერატ. წერილები / შოთა ზოიძე . - ბათუმი, აჭარა, 1995. - 316გვ.
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: