შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონდრატე ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარელისი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტი 1931 წელს. 1946 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიურ საკითხებს. ავტორია უმაღლესი გეოდეზიის პირველი ქართული სახელმძღვანელოსი (ტ. 1-2, თბ., 1954-1959). იყო თბილისის მეტროპოლიტენის გეოდეზიის საფუძვლის შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აგრეთვე საქართველოს ქანებისა და გვირაბების მშენებლობის გეოდეზიური საფუძვლების ავტორი. ქართველი საბჭოთა ინჟინერ-გეოდეზისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.634; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 240 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |