The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონდრატე ტაბატაძე

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1896
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1968  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარელისი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის მიწათმოწყობის ინსტიტუტი 1931 წელს. 

1946 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიურ საკითხებს. ავტორია უმაღლესი გეოდეზიის პირველი ქართული სახელმძღვანელოსი (ტ. 1-2, თბ., 1954-1959). იყო თბილისის მეტროპოლიტენის გეოდეზიის საფუძვლის შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აგრეთვე საქართველოს ქანებისა და გვირაბების მშენებლობის გეოდეზიური საფუძვლების ავტორი. ქართველი საბჭოთა ინჟინერ-გეოდეზისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.634; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 240

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: