| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ შუხაევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. 1897–1907წწ. სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო–საწარმოო სასწავლებელში (ფერწერა), 1906–1912წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. იყო მეიერჰოლდის თეატრის მსახიობი; 1918 წლიდან პეტროგრადის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1920–1935წწ. იყო ემიგრაციაში (იტალია, ფინეთი); 1935 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1935–1937წწ. იყო დაპატიმრებული ქ. მაგადანში; 1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში; თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, პროფესორი; მიჩნეულია ა. პუშკინის შემოქმედების საუკეთესო ილუსტრატორად; მუსიკალური სპექტაკლი: ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი" (1948, პრემიერა); პორტრეტები: ა. პავლოვა, გ. ნეიჰაუზი, ს. რიხტერი, ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი (ყველა ფერწერა. დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში); საქართველოში მოღვაწე რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 524 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

