The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ შჩერბაჩოვი

ვლადიმერ შჩერბაჩოვი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:5 მარტი, 1952  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1914 წელს(საკომპოზიციო).

1906–1910წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე.

1912–1914წწ. იყო პეტერბურგის კონსერვატორიის პედაგოგი(სავალდებულო ფორტეპიანო); 1914–1917წწ. მსახურობდა ჯარში, 1918–1922წწ. წითელ არმიაში; 1918–1920წწ. იყო პეტროგრადის თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1920–1930წწ. ნარკომპროს მუსიკალური განყოფილების გამგე; 1921–1925წწ. პეტერბურგის ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1923–1931წწ. და 1944–1948წწ. ლენინგრადის კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 1923 წლიდან პროფესორი; 1931–1932წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; ქართველი მოწაფეები: რ. გაბიჩვაძე, ი. გოკიელი, გრ. კილაძე, ი. ტუსკია, თ. შავერზაშვილი, ვ. ცაგარეიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 525



გააზიარე: