The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამუელ ჩავლეიშვილი

სამუელ ჩავლეიშვილი
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1932  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქროსქედი, ოზურგეთის რაიონი.

დაწყებითი განათლება მიიღო ასკანაში, ხოლო სიმღერები დათა გუგუნავასგან შეისწავლა; ბესო ინწკირველთან, ილარიონ ჩავლეიშვილთან და ლადიკო დოლიძესთან ერთად პირველად მოაწყო საჯარო გამოსვლები, რამაც დიდი პოპულარობა მოუხვეჭა; დიდი წვლილი შეიტანა გურული სიმღერის პოპულარიზაციაში; კონცერტებს მართავდა თბილისში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში; 1908 წელს მის მიერ დაარსებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ა. წერეთლის სხვიტორში გამართულ საიუბილეო კონცერტში, 1913 წელს ქუთაისში ვაჟა-ფშაველას ჩამოსვლისას გამართულ კონცერტში; მისი სახელი ცნობილი გახდა მთელს საქართველოში; მან შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა ძუკუ ლოლუასთან, სანდრო და მიხეილ კავსაძეებთან, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშილთან; 1917 წელს ამ უკანასკნელის ხელშეწყობით და მეცენატ ნოე სიხარულიძის მატერიალური დახმარებით სამუელ ჩავლეიშვილმა შესანიშნავი კონცერტი გამართა თბილისში; აქ მისმა თვითმყოფადმა ხელოვნებამ ზენიტს მიაღწია, ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა კომპოზიტორთა ყურადღება დაიმსახურა; ჩამოაყალიბა გურული სიმღერის მთელი სკოლა; ჩაწერილია გრამფირფიტაზე; 1927 წლის მაისში  თბილისში გადაიხადეს მისი უანგარო მუშაობისა და მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, რომელსაც შურა დუდუჩავა მეთაურობდა; საიუბილეო კომისიაში შედიოდნენ სანდრო ახმეტელი, ალექსანდრე წუწუნავა, მელიტონ ბალანჩივაძე, კოტე ფოცხვერაშვილი; მაშინ კიდევ ერთხელ გაიელვა სამუელის ბრწყინვალე პირველმა ხმამ, ბზარი არ გასჩენია სამოცდაათი წლის მოხუცის ხმას; მრავალი საჩუქარი და ქების ფურცელი მიიღო მან დაწესებულებისა და კერძო პირებისაგან; ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, გუნდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, "გურულ ბულბულად" წოდებული, ლოტბარი.

წყარო:alazani.geქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 526; folk.gov.ge



გააზიარე: