The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ჩაგანავა

ნატალია ჩაგანავა
ოფიციალური სახელი:ნატალია კუნცენკო
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, მომღერალი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1971 წელს(გუნდის დირიჟორობა), 1973 წელს(ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს(გუნდის დირიჟორობა), 1979 წელს(ვოკალური).

1968–1971წწ. იყო N92 მუსიკალური სკოლის პედაგოგი(სოლფეჯიო), 1971–1990წწ. თბილისის კამერული გუნდის სოლისტი(სოპრანო); 1973–2008წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტმაისტერო კათედრის ილუსტრატორი; 1974 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1976–1994წწ. გორის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი, 1980–1994წწ. გორის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1995 წლიდან თბილისის ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი(ვოკალი) და ილუსტრატორი; 2003 წლიდან თბილისის კონსერვატორიის საგუნდო კათედრის პედაგოგი(ვოკალი); 2004 წლიდან თბილისის ლუთერანული ევანგელური ეკლესიის გუნდის რეგენტი, აქვე ჩამოაყალიბა გუნდი "Gloria"; ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძე "16 რომანსი მ. ქვლივიძის ლექსებზე", თ. ბაკურაძე "პრელუდიუმი", შ. შილაკაძე(3 რომანსი), ა. მაჭავარიანი "6 რომანსი ნ. ბვარათაშვილის ლექსებზე"(1989, პირველი შესრულება სანკტ–პეტერბურგი), ვ. აზარაშვილი "რომანსები ტიუტჩევის ლექსებზე"(1995, პირველი შესრულება), სიმღერები, რომანსები: შ. შილაკაძე, კ. ცაბაძე, ა. ბალანჩივაძე, ნ. გაბუნია, მ. დავითაშვილი, ბ. კვერნაძე, ა. მაჭავარიანი, ს. ნასიძე, ს. ცინცაძე, ვ. აზარაშვილი, რ. ლაღიძე; სხვა რეპერტუარი: სოპრანო(ჰაიდნი ორატორია "ჯვარცმული ქრისტეს შვიდი სიტყვა", 1978), ბასტიენა(მოცარტი "ბასტიენ და ბასტიენა", 1984), სოპრანი(პულენკი Gloria); გასტროლები: სსრკ, მალტა, საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 526

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - უმაღლესი კატეგორიის მომღერალი
  • 1994 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დიპლომი
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1980 - საქართველოს კულტურის სამინისტროს დიპლომი

გააზიარე: