The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ჩაიკოვსკი

პეტრე ჩაიკოვსკი
Date of birth:7 May, 1840
Date of death:6 November, 1893  (at 53 years)
Category:Conductor, Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვოტკინსკი, უდმურტეთი.

1861-1865წწ. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში(1862 წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები).

1859-1863წწ. მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში; მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან(კომპოზიცია); 1866–1878წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი(მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი); 1877 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა; აქ დაასრულა მე-4 სიმფონია(1876–1877) და ოპერა "ევგენი ონეგინი"(1877–1878); 1885 წლამდე მეტწილად ცხოვრობდა საზღვარგარეთ(შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი); 1885 წლიდან ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს(1892 წლიდან კლინში) და გაანახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა; 1886–1890წწ. პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში; მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე; თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების კონცერტი(1886, დირიჟორი მ. მ. იპოლიტოვ–ივანოვი); საქართველოში ყოფნისას თბილისსა და ბორჯომში დაწერა საორკესტრო სიუიტა "მოცარტიანა", "სექსტეტი", "მოგონებები ფლორენციაზე", აქ მუშაობდა ბალეტ "მძინარე მზეთუნახავზე"; მოისმინა და ჩაიწერა ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორის "იავნანა", რომელიც შემდგომ გამოიყენა ბალეტში "მაკნატუნა"(1892); მისი ოპერების პირველი დადგმა საქართველოში: "ევგენი ონეგინი"(1882), "მაზეპა"(1885), "ორლეანელი ქალწული"(1886), "ჯადოქარი"(1887), "ქოშები"(1887), "პიკის ქალი"(1893), "ოპრიჩნიკები"(1898), "იოლანტა"(1899); ბალეტების პირველი დადგმა საქართველოში: "მაკნატუნა"(1900), "გედების ტბა"(1907), "მძინარე მზეთუნახავი"(1912); მის სიმფონიურ–ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, მტკიცე ადგილი უკავია ქართველ შემსრულებელთა რეპერტუარში. მინიჭებული ქონდა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება. რუსი კლასიკოსი, მუსიკის კრიტიკოსი, მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 526


Share: