The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ჩაკვეტაძე

შოთა ჩაკვეტაძე
Date of birth:14 July, 1937
Date of death:23 July, 2021  (at 84 years)
Category:Composer, Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(ვოკალური).

1966 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბანი); თავისი ცხოვრების საუკეთესო მონაკვეთის თორმეტი წელი გაატარა მარტყოფში; მის სახელს უკავშირდება მარტყოფში მუსიკალური სკოლის დაარსება და ამავე სკოლის ხელმძღვანელობა თერთმეტი წლის მანძილზე; მარტყოფში შეიქმნა მისი ცნობილი ორატორია "ქართლის სურათები"; 2003 წელს გამოვიდა მისი არაჩვეულებრივი წიგნი "მოგონებათა კრიალოსანი", სადაც დიდი სიყვარულით საუბრობს მარტყოფზე, ეს წიგნი დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდობის ზნეობრივ დახვეწას, ქართული, რაინდული, ვაჟკაცური მენტალიტეტის ჩამოყალიბებას; ქართული რეპერტუარი: მღვდელმთავარი, მეორე მთქმელი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", 1966, კონსერვატორიის საოპერო სტუდია), ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), მთხრობელი(ბ. კვერნაძე " იყო მერვესა წელსა"); სხვა რეპერტუარი: ფარაონი, ექიმი(ვერდი "აიდა", "ტრავიატა"), მაზეტო(მოცარტი "დონ ჟუანი"), ცუნიგა(ბიზე "კარმენი"), პიმენი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); გადაღებულია ფილმებში: "ბზიანეთი"(1968), "მოცურავე"(1981).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 527; facebook.com

Bibliography


Share: