The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ილარიონ ჩავლეიშვილი

ილარიონ ჩავლეიშვილი
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:1938  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქროსქედი, ოზურგეთის რაიონი.

იყო მწიგნობარი, მელექსე და პოეზიის კარგი მცოდნე; ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი" და "თამარიანი"; კარგად წერდა და მაშინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ქართული ხალხური სიმღერის შესახებ; ილარიონი, სამუელ ჩავლეიშვილის ბიძაშვილი იყო; მათ "ძმებ ჩავლეიშვილებს" უწოდებდნენ; მუდამ ერთად მოღვაწეობდნენ, ჭიათურა იყო ეს თბილისი, ქუთაისი, თუ ოზურგეთი; სიმღერის ყველა ხმას ფლობდა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მაინც ბანის მშვენიერი შემსრულებელი იყო; ისევე როგორც სამუელს, მასაც მრავალი მოწაფე ჰყავს გამოზრდილი; თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე სამუელთან ერთად მრავალ საჯარო კონცერტში მონაწილეობდა; გუნდის გაძღოლა, ლოტბარობა მასაც ეხერხებოდა; სასტიკად ილაშქრებდა სიმღერის წარყვნის(გადაბრუნების) წინააღმდეგ; 1924 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" წერდა: "საზოგადოდ საქართველოში და, კერძოდ, გურიაში, უცვლელ ხმარებაშია ორი სიტყვა "დილა, ჰო დილა ნანინა", რომლის ფარგლებს გურული სიმღერები ვერ გადაუხვევს. სამაგიეროდ დღეს გვესმის ისეთი დამახინჯებული ხმები, რომლის მოსმენით სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებას ვგრძნობთ და გვეკარგება ხალისი მამაპაპური სიმღერის მოსმენისა. ამას სჩადის ზოგი მასწავლებელიც. ია-უა, ტულო-ტულო და სხვა ასეთებს ურთავენ სიმღერებში. პატივისცემის ღირსია ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კულტურულ შემეცნებასთან ერთად ცდილობს ეროვნული სიმღერების შესწავლასაც. მაგრამ სამწუხაროა ზოგიერთი მათგანის მოქმედება, რომელნიც ცდილობენ სიმღერებს "კუთხური" ხასიათი მისცენ და რაღაცეებს აკერებენ სიმღერებზე, რასაც უწოდებენ სიმღერის გადაბრუნებას", ასე მკაცრად ილაშქრებდა იგი სიმღერის გამყალბებელთა წინააღმდეგ; ქართველი სახალხო მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7; http://ka.wikipedia.org/wiki/ილარიონ_ჩავლეიშვილი



გააზიარე: