შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ტატიშვილი![]()
ბიოგრაფია1862 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; ქსილოგრაფიისა და მხატვრული კვეთის ინტერესი გაუღვივდა ქართველ ოქრომჭედლებთან და თეატრის იტალიელ მხატვრებთან ურთიერთობამ; თავდაპირველად საცირკო აფიშებისთვის ამზადებდა კლიშეებს (1868); 1871 წელს გრაფიკულად გააფორმა საყმაწვილო ჟურნალ "კრებულის" გარეკანი (წარწერა); 1875-1876წწ. - "ყარამანიანი", რომელიც მის შემოქმედებაში საეტაპო ნაწარმოებად ითვლება; სახელი მოიხვეჭა საბავშვო წიგნების გრაფიკული გაფორმებით (ი. გოგებაშვილის "დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის", 1876; "ბუნების კარი ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი", 1911; "ქართული ანბანის თაიგული", 1885); განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული გამოცემის (1888) გაფორმება ძველი ქართული ჩუქურთმების მოტივებით; აფორმებდა თანამედროვე ქართველ მწერალთა წიგნებსაც; შექმნა ქართული ჩუქურთმების სანიმუშო ალბომი; თავის დროზე ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების ერთადერთი ოსტატი იყო; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მდიდარი ფანტაზია, სისადავე, კომპოზიციური მთლიანობა; კავკასიის პირველი ქსილოგრაფი; პირველი ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.852; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |