The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ტატიშვილი

გრიგოლ ტატიშვილი
Date of birth:1848
Date of death:29 July, 1911  (at 63 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Painter

Biography

1862 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; ქსილოგრაფიისა და მხატვრული კვეთის ინტერესი გაუღვივდა ქართველ ოქრომჭედლებთან და თეატრის იტალიელ მხატვრებთან ურთიერთობამ; თავდაპირველად საცირკო აფიშებისთვის ამზადებდა კლიშეებს (1868); 1871 წელს გრაფიკულად გააფორმა საყმაწვილო ჟურნალ "კრებულის" გარეკანი (წარწერა); 1875-1876წწ. - "ყარამანიანი", რომელიც მის შემოქმედებაში საეტაპო ნაწარმოებად ითვლება; სახელი მოიხვეჭა საბავშვო წიგნების გრაფიკული გაფორმებით (ი. გოგებაშვილის "დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის", 1876; "ბუნების კარი ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი", 1911; "ქართული ანბანის თაიგული", 1885); განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული გამოცემის (1888) გაფორმება ძველი ქართული ჩუქურთმების მოტივებით; აფორმებდა თანამედროვე ქართველ მწერალთა წიგნებსაც; შექმნა ქართული ჩუქურთმების სანიმუშო ალბომი; თავის დროზე ქართული წიგნის მხატვრული გაფორმების ერთადერთი ოსტატი იყო; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მდიდარი ფანტაზია, სისადავე, კომპოზიციური მთლიანობა; კავკასიის პირველი ქსილოგრაფი; პირველი ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი, ახალი გრაფიკული ხელოვნების ფუძემდებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.852; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137


Share: