Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კორნელი ტატიშჩევი![]()
Biographyქალაქში გამოჩნდა 1880-იან წლებში; მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო თბილისის სახაზინო თეატრის არქიტექტორი; 900-იანი წწ. დასაწყისში - არქიტექტურისა და ხატვის მასწავლებელი თბილისის სამხატვრო სასწავლებელში; გარდა მრავალი კერძო საცხოვრებელი სახლისა, მას ეკუთვნის სხვადასხვა საზოგადო და სახაზინო შენობის პროექტებიც; 1894 წელს შეადგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის პროექტი, ქართული ისტორიული არქიტექტურის დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ახ. მშენებლობაში (პროექტი უძღვნა ნ. ცხვედაძეს და შესწირა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; არ განხორციელებულა), ა. შიმკევიჩთან ერთად დააპროექტა და ააგო "საარტისტო საზოგადოების" - ახლანდელი რუსთაველის თეატრის შენობა (1901); 1910 წელს შეადგინა კავკასიის მუზეუმის შენობის "ულტრა ისლამური სტილის" პროექტი (შემდეგ მშენებლობა განხორციელდა სხვა პროექტით); იგი ამპირული არქიტექტურის მოტივებთან ერთად ფასადებისათვის ბაროკოსა და როკოკოს მოტივებსაც იყენებდა; ნამუშევრები: თავისი საკუთარი სახლი (1897; ლ. ასათიანის 18), სახლი შოთა რუსთაველის პროსპექტისა და ა. ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში (1898), ბაგრატიონ-მუხრანბატონის სახლი (1899; ლ. გუდიაშვილის 9); XIX საუკუნის თბილისის თვალსაჩინო არქიტექტორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.853
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |