The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტალიაშვილი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1912  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს.

იყო სოხუმის (1940-1941), გორის (1943-1949), ქუთაისის (1949-1951) პედაგოგიური ინსტიტუტების რუსული ლიტერატურის კათედრის გამგე; ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1952-1961), 1953-1957წწ. და 1961 წლიდან ამავე ინსტიტუტის რუსული ლიტერატურის კათედრის გამგე. მისი ძირითადი ნაშრომემი: "ლევ ტოლსტოი და საქართველო" (1951), "ნ. გოგოლი ქართულ ლიტერატურაში" (1952, ორივე რუსულ ენაზე), "რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი" (1967, რუსულ ენაზე); "რუსული ლიტერატურის ისტორია"(ნაწილი. I, 1969, თანაავტორი ვ. შადური), "რუსული ლიტერატურის ისტორია" (1978, თანაავტორი ვ. შადური); მონოგრაფიები: "ნ. ვ. გოგოლი" (1952, თანაავტორი ვ. შადური), "ა. პ. ჩეხოვი" (1960), "მ. ვ. ლომონოსოვი"(1962). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდობი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.645

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: