Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე ზომლეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია 1900 წელს. მუშაობდა მასწავლებლად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალთან". 1905–1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა ("ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას", 1906; "პოეტი", 1913; "მშვიდობა ქოხებს", 1921 და სხვ.). ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტერატურული ჯგუფის–"პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა (რომანი "უგულო ღამეები", ადრინდელი სახელწოდებით "იფქლი", 1927; პოემები: "კამო", 1929; "ახალი ნასაკირალი", 1933 და ლექსები: "ფეიქრები", 1923; "საბჭოთა ავტო", 1932; "ორთქლმავალი", 1933; "თბილის-ზაჰესს", 1935 და სხვ.). წერდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.378 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |