Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისაბედ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბიოეთიკის და მედიცინის ისტორიის კათედრაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის მოწვეულ პედაგოგად ბიოეთიკის კურსის განხორციელებისთვის. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ტრანსპლანტაციის, ევთანაზიის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე: "საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხები ქართულ სამედიცინო პერიოდიკაში თეორიული და კლინიკური მედიცინის ნარკვევები"(საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შრომათა კრებული, 2002, თბილისი), "ტრანსპლანტაციის საწყისი ეტაპი საქართველოში"(ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", N2, 2002, თბილისი , "სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ორგანოთა გადანერგვის მიმართ საქართველოში"(ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", N4-5-6, 2004, თბილისი , "Отношение генетических родственников потенциалных реципиентов к пересадке органов "(ჟურნალი "Georgian Medical News" N2(107), 2004, თბილისი), "საქართველოში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხების ზოგიერთი ასპექტი გლობალური ბიოეთიკის კონტექსტით"(საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე N3-4, 2012, თბილისი). მონაწილეობდა ბიოეთიკის სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე: მათ შორის იუნესკოს ბიოეთიკის ექსპერტთა სხდომაზე სტამბულში, აშშ-ში იელის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის პროგრამაში. არის სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენებში საქართველოს პავილიონის კურატორი და თანაორგანიზატორი, მათ შორის ვენეციის ბიენალეზე და არქიტექტურის მსოფლიო ფესტივალზე. 2005 წელს დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი ტრანსპლანტაციის პრობლემებზე საქართველოში. 2020 წელს დაჯილდოვდა საქართველოში სოციალური სამართლიანობის სოლიდარობის და თანასწორობის დამკვიდრებასა და განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |