The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტარასაშვილი

გიორგი ტარასაშვილი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1900
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1971  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1927 წელს.

1951-1970წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის პროფესორი იყო, შემდეგ მეცნიერ-კონსულტანტი. შეისწავლა კახეთის რაიონების ნიადაგები. გამოიკვლია საქართველოს მაღალმთიანეთის ალპური და სუბალპური ზონების ნიადაგები. საფუძველი ჩაუყარა მთა-მდელოს ნიადაგების სისტემატიკასა და გენეზისის შესწავლას, შექმნა შრომები ტყის ყომრალი ნიადაგების შესახებ და სხვა. ეკუთვნის სახელმძღვანელოები და ნაშრომები: "ნიადაგთმცოდნეობის შემოკლებული კურსი" (1935), "ნიადაგთმცოდნეობა" (1965), "აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები" (1956) და სხვა. ნიადაგთმცოდნე, სოფლის მეურნეობის დოქტორი და პროფესორი (1951). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.659

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: