The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგო ტარსაიძე

გიგო ტარსაიძე
Legal name:გიორგი ტარსაიძე
Date of birth:8 July, 1857
Date of death:24 December, 1904  (at 47 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის მაზრა.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1879 წელს. 

მუშაობდა რაჭაში, შემდეგ დაბრუნდა ხარკოვში, სადაც 6 წელიწადი იმუშავა ლ. გირშმანის ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. 1888 წლიდან, უკვე დახელოვნებულმა ოფთალმოლოგმა მუშაობა დაიწყო თბილისში, "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალოში". 1892 წელს მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა თვალის სნეულებათა უფასო საავადმყოფო, რომლის დირექტორი თვითონ იყო გარდაცვალებამდე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ეგრეთ წოდებული "თვალის მფრინავი რაზმები". მის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. პირველი ქართველი ექიმი - ოფთალმოლოგი. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.661

Member of Organizations

  • კავკასიის ექიმთა საზოგადოება, წევრი

Share: