The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტატიშვილი

გიორგი ტატიშვილი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 1984  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს.

1945 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. თამაშობდა სხვადასხვა სტილისა და ხასიათის როლებს: მოურავი ("კაცია ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), სანდრო (მ. ბარათაშვილის "მარინე"), გელა ("მოძღვარი", ა. ყაზბეგის მიხედვით), მირონ ალავიძე ("თვალი პატიოსანი", გ. ფანჯიკიძის მიხედვით), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე", მ. ჯავახიშვილის მიხედვით). მანასე (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა. კინოში იღებენ 1984 წლიდან. გადაღებულია ფილმებში: "ქეთო და კოტე" (ყარაჩოხელი, 1948), "ბერლინის დაცემა" (ქანთარია, 1949), "ცისკარა"(ვეზირი, 1955), "კარდაკარ" (აზნაური, 1960), "შავარდნის კვალი" (კაპიტანი რონალდი, კინოსტუდია "დეფა", გდრ, 1969) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.664

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: