The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზოსიმე II (კუმურდოელი ეპისკოპოსი)

ოფიციალური სახელი:ზებედე
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

ზოსიმე II(ერისკაცობაში-ზებედე) იყო კუმურდოელი ეპისკოპოსი XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის შუა წლებში. აღიზარდა ქართლის მეფე გიორგი VIII-ის ასულის, ქეთევანის კარზე. 1515 წელს ზოსიმე II ბერად აღიკვეცა. ამავე წელს მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმაც, რასაც ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა. ზოსიმე II-ის დიდი წვლილი მიუძღვის იერუსალიმის წმინდა მიწაზე ქართველთა უფლებების დაცვასა და კათოლიკეებისაგან გოლგოთის გამოხსნის საქმეში(XV–XVI სს. მიჯნა), რის გამოც ზოსიმე II-ის სახელზე სამუდამო კანდელი დაიკიდა გოლგოთასა და ჯვრის მონასტერში. 2002 წლის 17 ოქტომბერს, კუმურდოს საეპისკოპოსო კათედრის აღდგენასთან ერთად, ზოსიმე II წმინდანად შერაცხეს. წმინდა მოწამე ზოსიმე II-ის ხსენების დღეა 1(14) მაისი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.387


გააზიარე: