შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლეგ შატბერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1965 წელს. 1974-1976წწ. იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1976 წლიდან საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიების ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1987 წლიდან - ჟურნალ "Научно-техническая информация"-ს (ВИНИТИ, მოსკოვი) რედკოლეგიის წევრი; თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში; მისი შრომები ეძღვნება ფიზიკისა და ინფორმაციის საკითხებს; შეიმუშავა საქართველოში საპატენტო საქმიანობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კონცეფციები და სხვა; სტუდენტურ თამაშებში გამარჯვებული (1964) და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხელბურთში; ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1973). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.853
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |