The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბრიელ ტერ-მიქელოვი

გაბრიელ ტერ-მიქელოვი
Date of birth:16 April, 1874
Date of death:14 January, 1949  (at 74 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სტავროპოლი, რუსეთი.

საშუალო განათლება მიიღო თბილისის რეალურ სასწავლებელში.

დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტის არქიტექტურის განყოფილება 1899 წელს.

1917 წლამდე ააგო რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა თბილისსა და ბაქოში; საბჭოთა ხელისუფლების წლებში მუშაობას განაგრძობდა თბილისში; რევოლუციამდელი თბილისის არქიტექტორთა შორის, რომლებიც რენესანსულ-ბაროკოული ფორმების რეპერტუარით სარგებლობდნენ, იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, შედარებით მკაცრი გემოვნებითა და ამოცანისადმი გააზრებული მიდგომით; მისი უმთავრესი ნამუშევარია სასტუმრო "თბილისის" შენობა; მას ეკუთვნის აგრეთვე სავხოვრებელი სახლის პროექტი (გ. ქიქოძის N11), რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო საცხოვრებლის ნაგებობისა; მისი ორი უკანასკნელი ნაწარმოებია რკინიგზელთა კულტურის სახლი (დავით აღმაშენებლის პროსპექტზე) და რკინიგზის სადგურის შენობა (ძველი). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.853; http://www.ourbaku.com/index.php/Тер-Микелов_Гавриил_Михайлович_-_архитектор; http://hayazg.info/Тер-Микаелян_Габриел_Михайлович

Member of Organizations

  • სსრკ არქიტექტურის აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: