The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამი (ქართლის დედოფალი)

ოფიციალური სახელი:მარიამ დადიანი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

XVI-XVII სს მიჯნა - 1682, ქართული კულტურის მოღვაწე, ქართლის დედოფალი, მანუჩარ I დადიანის ასული. 1621 წელს მისთხოვდა მამია გურიელის ძეს სვიმონს, როცა სვიმონმა მამია გურიელი მოკლა (1625), ლევან II-მ (მარიამის ძმა) წაართვა მას მარიამი და თავის შვილთან ოტიასთან ერთად დადიანის სასახლეში წამოიყვანა. 1634 წელს ირანის შაჰის თანხმობით მარიამი ცოლად შეირთო ქართლის მეფემ როსტომმა. ეს აქტი მიმართული იყო თეიმურაზ I-სა და იმერეთის მეფის გიორგი III-ის წინააღმდეგ. როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ შაჰის ბრძანებით მარიამი მიათხოვეს ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს (შაჰნავაზ I). იგი ზრუნავდა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთებასა და შემკობაზე: ხელახლა ააშენა ბოლნისის ეკლესია, განაახლა რუისის ეკლესია, და სხვა. აგროვებდა და ამკობდა ქართულ ხელნაწერებს, თავისი ხარჯით ყიდულობდა მტრების მიერ მიტაცებულ ხელნაწერ წიგნებს. მარიამის თაოსნობით 1633-1646წწ. გადაწერილ იქნა "ქართლის ცხოვრების" კრებული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.439


გააზიარე: