The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ-მაკრინა

ოფიციალური სახელი:მარიამ-მაკრინა ბაგრატიონი
სხვა სახელი:მარიამ-მაკრინე
დაბადების თარიღი:1696
გარდაცვ. თარიღი:1744  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადებისა და გარდაცველების თარიღი ზუსტად არაა ცნობილი, დაახლოებით დაიბადა 1696/1698, გარდაიცვალა 1744 შემდეგ. ქართველი პოეტი; ერეკლე I -ის (ნაზარ-ალი-ხანის) ასული, ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე. მალე დაქვრივებული 1716 წლიდან მონაზონი გახდა და მაკრინად იწოდა. მოღვაწეობდა ალავერდის კათედრალთან წმ. ნიკოლოზის ტაძარში. მარიამი დაახლოებული იყო კახეთის სამეფო კართან. ძმების - კახეთის მეფეების დავალებით შეუდგენია სამეფო დოკუმენტები (მაგ. ე. წ. "ღვთაების გუჯარი" და სხვა). ეს ნაწარმოები თავისი მხატვრულობით გამორჩეულია სხვა მსგავსი საბუთებისაგან. მარიამ-მაკრინეს ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ცნობილია იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი, ამავე წმინდანის სვინაქსარული ცხოვრება და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსტიქული შესხმა. ქველმოქმედი, ჰიმნოგრაფი, სასულიერო საგალობლების ავტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.439; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.42; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 211


გააზიარე: