Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მიქელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით 1934 წელს. 1936-1940წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ელექტროთერმის კათედრაზე. 1940 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე და განაგრძობდა მუშაობას იმავე კათედრაზე ასისტენტად; 1941 წელს მონაწილეობას იღებდა ლენინგრადის დაცვაში, როგორც მოხალისე მეომარი, 1942-1945წწ. მუშაობდა მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1945-1957წწ.- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონის და სამთო საქმის ინსტიტუტის ელექტროთერმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ამავე დროს ასრულებდა სამეცნიერო ნაწილში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვალეობას; 1957 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო 1961 წლიდან - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1945-1972წწ. მეტალურგიის ინსტიტუტის ელექტროთერმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; ელექტროთერმიის დარგში 35 სამეცნიერო შრომის და ორი გამოგონების ავტორია, ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა მეტალურგიის ინსტიტუტში და ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მისი შრომები ეხება ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავების პროცესში ფეროსილიკოალუმინის მიღებისა და გამოყენების საკითხებს; მისი მეთაურობითა და მონაწილეობით სსრკ ქარხნებში დაინერგა სილიკომანგანუმის დნობის ტექნოლოგია დახურულ ღუმელში; შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის დახურული ელექტროღუმელები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეცნიერი-მეტალურგი, ელექტროთერმიის ქართული მეცნიერების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი; პროფესორი (1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.854; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.101 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |