The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად მარუშიანი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მოხელე. თრიალეთის ერისთავი X საუკუნის 80-იან წლებში. დაახლოებით 988 წელს მეფემ კლდეკარი ჩამოართვა რატი ბაღვაშს და თრიალეთის ერისთავად დანიშნა ზვიად მარუშიანი, რასაც გვამცნობს  ლივადის ეკლესიის წარწერა). 1104 წელს მარუშიანმა ფანასკერტიდან (ტაო) ბედიაში გადაასვენა ბაგრატ III-ის ცხედარი. 1020-იან წლებში, ბიზანტიასთან ომის დროს, მარუშიანი სარდლობდა ქართველთა მეწინავე ლაშქარს. დროის მოგების მიზნით გიორგი I-მა მას დაავალა ბიზანტიელებთან საზავო მოლაპარაკების გამართვა. ზვიად ერისთავი მოხსენიებულია ზარზმის ხატის განმაახლებლის წარწერაში (რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილი XI-საუკუნით ათარიღებს). მეწინავე სარდლის ლაშქრობა (მეწინავეობა მესხებს ჰქონდათ საქართველოს ლაშქარში) და ზარზმის ხატის წარწერაში მოხსენიება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მარუშიანი იყო სამცხის ერისთავიც. შემდეგ მას გიორგი I-თან უსიამოვნება მოსვლია, რის გამოც მეფეს იგი შეუპყრია (ამას გვამცნობს გომარეთის წარწერა). შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდნენ ბაღვაშები თრიალეთში. სავარაუდოა, რომ მარუშიანი იყო შვილიშვილი ჯავახეთის ერისთავის ზვიად მარუშიანისა და შვილი ჯავახეთის ერისთავის ვაჩესი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.463  



გააზიარე: