The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტოვსტონოგოვი

გიორგი ტოვსტონოგოვი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1989  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხელოვნების მოღვაწეთა ნეკროპოლი (ტიხვინის სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა)., სანკტ-პეტერბურგი.
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიისა და ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტები.

სცენური მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს, როგორც მსახიობმა, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში; 1938-1946წწ. მოღვაწეობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. რუსულ თეატრში, სადაც დადგა ს. ნაიდიონოვის "ვანიუშინის შვილები", ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები", ლ. ჰელმანის "მელიები". პარალელურად მოღვაწეობდა პედაგოგად საქართველოს რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში. მისი საუკეთესო მოწაფე იყო მ. თუმანიშვილი; 1946-1949წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში; 1950-1956წწ. ლენინგრადის ლენინური კომკავშირის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის დიდ აკადემიურ დრამატულ თეატრს (გარდაცვალების შემდეგ ეწოდა მისი სახელი); მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა ფორმის სიმკვეთრით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ნაწარმოების ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით; მისი ხელოვნება ათეული წლების მანძილზე მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ყურადღების ცენტრში იყო; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან გამოირჩევა ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", ა. ვოლოდინის "ჩემი უფროსი და", "ხუთი საღამო", გ. ფიგეირედუს "მელა და ყურძენი", ნ. გოგოლის "რევიზორი", თ. დოსტოევსკის "იდიოტი", ა. ცაგარელის "ხანუმა", ლ. ტოლსტოის "ცხენის ისტორია" და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1968), პროფესორი.

წყარო: გ. ა. ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი: bdt.spb.ru100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.267-268; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.855

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1968 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1958 - ლენინური პრემია
  • 1957 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1952 - სტალინური პრემია
  • 1950 - სტალინური პრემია

გააზიარე: