Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტოვსტონოგოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიისა და ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტები. სცენური მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს, როგორც მსახიობმა, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში; 1938-1946წწ. მოღვაწეობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. რუსულ თეატრში, სადაც დადგა ს. ნაიდიონოვის "ვანიუშინის შვილები", ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები", ლ. ჰელმანის "მელიები". პარალელურად მოღვაწეობდა პედაგოგად საქართველოს რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში. მისი საუკეთესო მოწაფე იყო მ. თუმანიშვილი; 1946-1949წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში; 1950-1956წწ. ლენინგრადის ლენინური კომკავშირის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის დიდ აკადემიურ დრამატულ თეატრს (გარდაცვალების შემდეგ ეწოდა მისი სახელი); მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა ფორმის სიმკვეთრით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ნაწარმოების ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით; მისი ხელოვნება ათეული წლების მანძილზე მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ყურადღების ცენტრში იყო; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან გამოირჩევა ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", ა. ვოლოდინის "ჩემი უფროსი და", "ხუთი საღამო", გ. ფიგეირედუს "მელა და ყურძენი", ნ. გოგოლის "რევიზორი", თ. დოსტოევსკის "იდიოტი", ა. ცაგარელის "ხანუმა", ლ. ტოლსტოის "ცხენის ისტორია" და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1968), პროფესორი. წყარო: გ. ა. ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი: bdt.spb.ru; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.267-268; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.855 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |