შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ტურიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობად, სადაც ბრწყინვალედ ითამაშა სარქის ბუღდანიჩის როლი გ. ერისთავის პიესაში "დავა"; 1943-1963წწ. და 1973-1989წწ. მოღვაწეობდა თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრის სცენაზე; იყო ამ თეატრის ერთ-ერთი წამყვანი, მკაფიო ინდივიდუალობის მქონე, მკვეთრად სახასიათო მსახიობი; დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც კომიკური როლების ბრწყინვალე შემსრულებელი; თავისი მოღვაწეობით ფუძემდებელი როლი შეასრულა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ფორმირებაში; ამ თეატრის სცენაზე მრავალი შესანიშნავი სახე შექმნა, რომელთაგან აღსანიშნავია: ავეტიკა (შ. აზმაიფარაშვილის "მზის დაბნელება საქართველოში"), ნიკა (შ. მილორავას "სამი უფროსის მსახური"), არშაკა (ა. აივაზიანის "გვიან და ბედნიერად"), ტრიფონი (ნ. გუდიაშვილის "ვახშამზე") და სხვა. 1963-1973წწ. მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; ქართული ესტრადის ცნობილი მსახიობი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.857; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., - 1992 - გვ.98 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |