The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ტატიშვილი

ირაკლი ტატიშვილი
ოფიციალური სახელი:ერეკლე ტატიშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1946  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

1905-1907წწ. თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებში "მუშა" და "ხმა". ორჯერ დააპატიმრეს გორსა და პეტერბურგში. 1904-1913წწ. სწავლობდა პეტერბურგის, გერმანიის, ინგლისის უმაღლეს სასწავლებელში. 1914-1918წწ. სტამბოლში ასწავლიდა ფრანგულ ენას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან, ფრანგულ და გერმანულ ენებს ასწავლიდა გორსა და თბილისში. 1923-1927წწ. თბილისის უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო კერძო სამართლის, ხოლო 1927 წლიდან ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსს კითხულობდა. 1935-1946წწ. იყო ჯერ უცხო ენათა კომისიის თავჯდომარე, შემდეგ უცხო ენათა კათედრის გამგე. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსებიდან (1945) კითხულობდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს. მას ეკუთვნის ესეები ("კრიშნა", "ექსტასისი", "ფრიდრიხ ნიცშე", "საკია-მუნი"). თარგმანები ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" (დადგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა, 1935), ე. პოს "სიჩუმე", რომელიც ქართულ მთარგმნელობითი ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დასავლური ენებისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, ქართული კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.664


გააზიარე: