The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ტერელაძე

აკაკი ტერელაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1943  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. რჟევი, ტვერის ოლქი (რუსეთი)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გვაზაური, წულუკიძის რაიონი, ახლანდელი ხონის რაიონი.

1939 წლიდან სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

1941 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას თავისი ასეულით ერთ-ერთი პირველი გადავიდა მეორე ნაპირზე. ორდღიან უთანასწორო ბრძოლაში მოიგერია მტრის რამდენიმე კონტრიერიში და დამხმარე ძალების მოსვლამდე შეინარჩუნა მოპოვებული პლაცდარმი. გამოჩენილი თავგანწირვისთვის (იგი დაიღუპა ამ ბრძოლაში) მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. უფროსი ლეიტენანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.696; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
    მდინარე დნეპრის გადალახვისას წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: