The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისე ტუღუში

ელისე ტუღუში
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1913
გარდაცვ. თარიღი:18 დეკემბერი, 1982  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სუბტროპიკული ტექნიკუმი.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ (1932) მუშაობდა ურეკის საბჭოთა მეურნეობაში უმცროს აგრონომად. 1941 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე ზღვისპირეთის ცალკე არმიაში, ბელორუსიის I ფრონტზე. მდინარე ოდერის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. უფროსი ლეიტენანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.81

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
    მდინარე ოდერის დასავლეთ ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: