The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მარუშისძე

ოფიციალური სახელი:იოანე მარუშისძე
დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X საუკუნეში, აფხაზთა მეფის მოხელე - ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში. მარუშისძემ 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავითმა, მართლაც, ქართლის გამგებლად დასვა ბაგრატი. მარუშისძეს ამ შემთხვევაში ამოძრავებდა საკუთარი ფეოდალური და სამოხელეო ინტერესები: ქიშპი ქართლის გამგებლობისთვის "ქართლის უფლებთან " - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან. 978 წელს მარუშისძემ ბაგრატი, როგორც აფხაზთა მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფედ დასვა. ამით მან პროგრესული როლი ითამაშა სასქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 463



გააზიარე: