Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე მარუშისძე![]()
Biographyდასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X საუკუნეში, აფხაზთა მეფის მოხელე - ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში. მარუშისძემ 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავითმა, მართლაც, ქართლის გამგებლად დასვა ბაგრატი. მარუშისძეს ამ შემთხვევაში ამოძრავებდა საკუთარი ფეოდალური და სამოხელეო ინტერესები: ქიშპი ქართლის გამგებლობისთვის "ქართლის უფლებთან " - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან. 978 წელს მარუშისძემ ბაგრატი, როგორც აფხაზთა მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფედ დასვა. ამით მან პროგრესული როლი ითამაშა სასქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 463; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.558
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |