შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მატარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1916-1920წწ. სწავლობდა თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში; 1921-1923წწ. - ვაჟთა I გიმნაზიაში. სამსახიობო მოღვაწეობას დაიწყო 1924 წელს ფოთის თეატრში; 1932 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში (თბილისის წითელი არმიის ქართული თეატრი, ჭიათურის მუშათა თეატრი, სიღნაღისა და ველისციხის საკოლმეურნეო თეატრები). 1933 წლიდან თელავის თეატრის მსახიობია; 1943-1946წწ. თეატრის დირექტორი და დამდგმელი რეჟისორია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაქსიმილიან მოორი, ფერდინანდი (ფ. შილერის "ყაჩაღები", "ვერაგობა და სიყვარული"), კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), დე-სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფრონდოზო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთვის "სამშობლო"), ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ანტონიო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვ.; დადგმული აქვს სპექტაკლები: გ. მდივნის "ბრმა" (1932), ა. ცაგარელის "ხანუმა" (1933), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941) ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" (1942), დ. ერისთავის "სამშობლო" (1943), ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის" (1945) და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.63; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 574-575 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |