The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჩელთისპირელი

ვახტანგ ჩელთისპირელი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ მატარაძე
სხვა სახელი:ჩელთისპირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 1982  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1916-1920წწ. სწავლობდა თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში; 1921-1923წწ. - ვაჟთა I გიმნაზიაში.

სამსახიობო მოღვაწეობას დაიწყო 1924 წელს ფოთის თეატრში; 1932 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში (თბილისის წითელი არმიის ქართული თეატრი, ჭიათურის მუშათა თეატრი, სიღნაღისა და ველისციხის საკოლმეურნეო თეატრები). 1933 წლიდან თელავის თეატრის მსახიობია; 1943-1946წწ. თეატრის დირექტორი და დამდგმელი რეჟისორია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაქსიმილიან მოორი, ფერდინანდი (ფ. შილერის "ყაჩაღები", "ვერაგობა და სიყვარული"), კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), დე-სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფრონდოზო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთვის "სამშობლო"), ავეტიკა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ანტონიო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვ.; დადგმული აქვს სპექტაკლები: გ. მდივნის "ბრმა" (1932), ა. ცაგარელის "ხანუმა" (1933), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941) ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" (1942), დ. ერისთავის "სამშობლო" (1943), ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის" (1945) და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: