შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაქსიმე I (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიადასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1639-1657 წლებში, ადრე შემოქმედის ეპისკოპოსი. იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ამ საქმეში დასახმარებლად 1634 წელს ქ. გორიდან გურიაში მიიწვია იტალიელი კათოლიკე მისიონერები. მაქსიმემ ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, აღადგენინა გაუქმებული ხოფის მონასტერი, მოაწესრიგა ოდიშში თავად-აზნაურთა საწესო-საკათალიკოსო გადასახადების აკრეფის საქმე. 1640 წელს მასპინძლობდა ელჩინისა და ზახაროვის ელჩობას ლევან II დადიანთან, აგრეთვე ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობას იმერეთის მეფესთან. 1650-1652 წწ. მაქსიმემ სამჯერ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც დიდი შეწირულება გაიღო ქართული მონასტრებისთვის. გარდაიცვალა იერუსალიმში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.500; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |