The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაქსიმე II (დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

Legal name:მაქსიმე აბაშიძე
Date of birth:17??
Date of death:30 May, 1795
Burial location:კიევ-პეჩერის ლავრა, უკრაინა
Category:Religious leader

Biography

დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1776-1795 წლებში, ქუთათელი - ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძრის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1759-1781 წწ., 1770 წლამდე რეზიდენცია ჰქონდა მაღლაკში, სადაც ააგო მცირე ეკლესია და გადმოასვენა ღვთისმშობლის ხატი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეთა მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალებისათვის მიყიდული ქართველები. 1777 წელს გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლესიო მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათალიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. 1781 წელს სოლომონ I- თან უთანხმოების გამო მაქსიმე II აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა 1784 წელს, სოლომონ I -ის გარდაცვალების შემდეგ. 1768-1769 წწ. იგი სოლომონ I -ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე, 1784-1786 წლებში კი  დავით II -ისა (ზურაბ წერეთელთან და დავით კვინიხიძესთან ერთად). პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. დაახლოებით 1792 წელს კი კიევს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩერის ლავრაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.500; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.580


Share: