The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ უზნაძე

ვლადიმერ უზნაძე
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1967  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1928 წელს.

კულტურულ-საგანმანათლებლო და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა აჭარასა და თბილისში; 1941-1945წწ. იყო საბჭოთა არმიის რიგებში; 1946 წლიდან - თბილისის ცენტრალური სამეცნიერო ისტორიული ბიბლიოთეკის, ხოლო 1949 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; მან შეძლო კავშირი დაემყარებინა წიგნთა გაცვლისთვის მსოფლიოს 100-მდე ორგანიზაციასთან, მათ შორის აშშ კონგრესის ბიბლიოთეკასთან, საიდანაც 1956 წელს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ მიიღო სინის მთაზე და იერუსალიმში დაცული ძველი ქართული 215 ხელნაწერის მიკროფილმი; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიბლიოთეკის ახალი შენობის აგებაში, მისი ფონდების დაკომპლექტებაში; მისი ინიციატივით და რედაქტორობით ორ ათეულზე მეტი ნაშრომი გამოიცა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მისი სახელი მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კაბინეტს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის მთავარი ფუძემდებელი და დირექტორი (1949-1967); პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1961).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.860

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: