The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორია ჩაპლინსკაია

ვიქტორია ჩაპლინსკაია
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1973 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977(საფორტეპიანო).

1977–2001წწ. იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1983 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კონცერტმაისტერი, 1985–2006წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის კონცერტმაისტერი; 1990 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); ქართული რეპერტუარი, საკონცერტმაისტერო: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ბ. კვერნაძე "იყო მერვესა წელსა", "კოლხთა ასული", "კაცია–ადამიანი", გ. ყანჩელი "და არს მუსიკა...", ვ. დოლიძე–კახიძეები "ბარბალე"; ვოკალური ციკლები: ს. ნასიძე "ქართული ხალხური პოეზიიდან", ო. თაქთაქიშვილი "5 ვოკალური პოემა გ. ტაბიძის ლექსებზე", ვ. აზარაშვილი ციკლი შ. ნიშნიანიძის ლექსებზე; რომანსები: მ. დავითაშვილი, ბ. კვერნაძე, რ. ლაღიძე, ა. მაჭავარიანი, კ. ცაბაძე; სხვა რეპერტუარი: მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", "დონ ჟუანი", ვერდი "აიდა", "ტრუბადური", "რიგოლეტო", "ოტელო", "ტრავიატა", "დონ კარლოსი", "ბედის ძალა", "ბალ–მასკარადი", რეკვიემი, დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", "სიყვარულის ნექტარი", ლეონკავალო "ჯამბაზები", ბიზე "კარმენი", ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი", რახმანინოვი "ალეკო", დასავლეთ ევროპული, რუსული კლასიკური რომანსები; ლაურეატი მოწაფეები: თ. ლიჩელი, ლ. ოქროცვარიძე, ე. ბერიევა, თ. კორძაძე, ნ. ქავთარაძე; თანამშრომლობს: თ. ლაფერაშვილი, ნ. გამგებელი, გ. გაგნიძე, მ. კოლელიშვილი, ს. ჯიქია; გასტროლები: საქართველო, რუსეთი, პოლონეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, უკრაინა; პიანისტი–კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 528



გააზიარე: