The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მაღალაძე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:კალიგრაფი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ მაღალაძე იყო სოფელ წინარეხიდან (კასპის რაიონი) მცხოვრებ აზნაურთა გვარიდან. ამ გვარს საგვარეულოდ ჰქონდა მცხეთის ქადაგის თანამდებობა, სახლთხუცესობა და მდივანმწიგნობრობა. თვალსაჩინო პიროვნება იყო ბერი ნიკოლოზი, სვეტიცხოვლის ქადაგი (XVII ს.). თავისი მამის, პაპუას მსგავსად კოშკებისა და ეკლესიების მაშენებელი და შემკეთებელი, კალიგრაფი იყო. მას გადაუწერია სასულიერო თხზულებათა კრებული (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A- 904). ნიკოლოზის სახელი გვხვდება XVIII ს. მიწურულის ხატებზე, მის მიერ შეკეთებული მაღალაანთ ეკლესიისა (წინარეხთან) და სვეტიცხოვლის კედლებზე. მწიგნობარ - კალიგრაფი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.501 


გააზიარე: