შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ მაღალაძე![]()
ბიოგრაფიამოღვაწეობდა XVII-XVIII სს. მიჯნაზე; წარმოშობით იყო სოფელ წინარეხიდან (კასპის რაიონი) მცხოვრებ აზნაურთა გვარიდან. 1702 წელს კათალიკოსის მდივან-მწიგნობარ-მგალობელი იყო; წერდა საბუთებს, იყო ცნობილი კალიგრაფი. ლამაზი მხედრულით გადაუწერია ბესარიონ ორბელიანის "გრდემლი" (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S- 286), აგრეთვე ვახტანგის სამართლის წიგნების ერთ-ერთი უძველესი ნუსხა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S - 3683) და სხვა. მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის სტამბის საქმიანობაში (მისი დამზადებული უნდა იყოს ხელნაწერი ნიმუში სასტამბო მხედრული შრიფტისთვის). სოლომონს აუშენებია 1716 წელს მაღალაანთ ეკლესიის სამრეკლო. სოლომონ მაღალაძე, ბერი ნიკოლოზ მაღალაძის ბიძაშვილი, მწიგნობარ-კალიგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.501
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |