The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ მაღალაძე

Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Calligrapher, Religious leader

Biography

მოღვაწეობდა XVII-XVIII სს. მიჯნაზე; წარმოშობით იყო სოფელ წინარეხიდან (კასპის რაიონი) მცხოვრებ აზნაურთა გვარიდან. 1702 წელს კათალიკოსის მდივან-მწიგნობარ-მგალობელი იყო; წერდა საბუთებს, იყო ცნობილი კალიგრაფი. ლამაზი მხედრულით გადაუწერია ბესარიონ ორბელიანის "გრდემლი" (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S- 286), აგრეთვე ვახტანგის სამართლის წიგნების ერთ-ერთი უძველესი ნუსხა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S - 3683) და სხვა. მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის სტამბის საქმიანობაში (მისი დამზადებული უნდა იყოს ხელნაწერი ნიმუში სასტამბო მხედრული შრიფტისთვის). სოლომონს აუშენებია 1716 წელს მაღალაანთ ეკლესიის სამრეკლო. სოლომონ მაღალაძე, ბერი ნიკოლოზ მაღალაძის ბიძაშვილი, მწიგნობარ-კალიგრაფი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.501


Share: